გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინა ევროპის ნაწილია.
„10 წლის წინ მაიდანი გახდა თავისუფლების, დემოკრატიისა და სუვერენიტეტის სიმბოლო. უკრაინელების გამბედაობის დავიწყება არ შეიძლება. უკრაინა ევროპის ნაწილია და ჩვენ მის მხარეს ვართ“, - აცხადებს შოლცი.
შეგახსენებთ, რომ "ღირსებისა და თავისუფლების დღესთან" დაკავშირებით გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი დღეს მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.