ჩვენ არ გვინდა რაიმე ახალი დასახლება დასავლეთ სანაპიროზე, არ გვინდა ძალადობა დასავლეთ სანაპიროზე დასახლებულების მხრიდან პალესტინელების წინააღმდეგ.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის საუკეთესო იქნება სიტუაციის ორი სახელმწიფოს პრინციპის გზით გადაწყვეტა.
„თუ ისრაელის პოლიტიკა დისტანცირებული იქნება ამისგან, ჩვენ მათ მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა შოლცმა.