ომი უკრაინაში ძალიან დიდხანს გაგრძელდება, ამისთვის უნდა მოვემზადოთ.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ ჩანს ნიშნები, რომ რუსეთი შეწყვეტს ომს და გაიყვანს ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს ომი შეიძლება, გაგრძელდეს ძალიან დიდხანს. თუმცა საომარი მოქმედებები უკვე გაგრძელდა იმაზე ბევრად მეტ ხანს, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ელოდა“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ომმა დასრულებამდე 70-პროცენტიანი ზღვარი უკვე გადალახა.