გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არ თვლის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე უკრაინისთვის გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღით დარტყმა ესკალაციას გამოიწვევს.
”გერმანული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, საუბარია დიდი ქალაქებია, მაგალითად, ხარკოვის დაცვის შესაძლებლობაზე”, - აღნიშნა შოლცმა მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, გადაწყვეტილება კიევისთვის გერმანული იარაღის გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ საგულდაგულოდ იყო გააზრებული გერმანიის მეგობრებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობით.
გერმანიის მთავრობამ ნება დართო უკრაინას, გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენოს.
გერმანიის მთავრობაში განმარტავენ, რომ ამ საკითხზე მათი პოზიციის ცვლილება ხარკოვის ოლქში რუსული არმიის თავდასხმების მზარდი სიხშირითაა გამოწვეული.