ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოში შექმნილი სიტუაციის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებას ეხმიანება.
"ვწუხვარ, მაგრამ თქვენი ყოყმანი ზიანს აყენებს როგორც ევროკავშირს, ისე ქართველ ხალხს. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ ლეთარგიულები მაშინ, როცა "ქართული ოცნება" დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ძირს უთხრის!“, - წერს ევროპარლამენტარი, სოციალურ ქსელში.
I’m sorry @Bundeskanzler & @EmmanuelMacron, but your fence-sitting harms both the EU and the Georgian people. We cannot afford to be lethargic when GD is undermining democracy & Georgian people’s European aspirations! https://t.co/qPzEx6ZHk6
— Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) May 20, 2024
19 მაისს მაკრონმა და შოლცმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:
"ორივე ქვეყანა საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ აქტიურად დაუჭირეთ კიდეც მხარი 2023 წლის დეკემბერში ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ღრმა სინანულს გამოვთქვამთ, რომ ვიღებთ ცნობებს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, რაც გულისხმობს ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას. საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“, - ნათქვამია განცხადებაში.