ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიას არ შეუცვლიათ პოზიცია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უფრიანის გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, უკრაინა ვერ მიიღებს ოფიციალურ მიწვევას გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის ცნობით, ვაშინგტონსა და ბერლინში შიშობენ, რომ უკრაინის ოფიციალური მიწვევა ალიანსში შესაძლოა რუსეთისა და NATO-ს სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
გაზეთის წყაროების ცნობით, ამერიკელებსა და გერმანელებს სურთ, საკითხი სამიტის დღის წესრიგიდანაც მოიხსნას. ამ დროისთვის მხარეები იმ წინაპირობების მკაფიო ფორმულირებებზე მუშაობენ, რომლებიც უკრაინამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად უნდა შეასრულოს, თუმცა ამ კუთხითაც პროგრესი ჯერჯერობით მინიმალურია.