იორდანიის სამხედრო ბაზაზე პრო-ირანული დაჯგუფების შეტევის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პასუხის მოლოდინში ირანის უმაღლესი ლიდერი ცდილობს თავიდან აირიდოს პირდაპირი ომი. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უმაღლესი ლიდერის უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარე კვირას გაიმართა და მთავარი განსახილველი საკითხი აშშ-ს მოსალოდნელი დარტყმები და მათზე რეაქციის განსაზღვრა იყო.
შეხვედრაში მონაწილეობდა ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. წყაროების ცნობით, ალი ხამენეიმ ქვეშერმდომებს უბრძანა, რომ თავიდან აერიდებინათ პირდაპირი ომი აშშ-სთან და მოეხდინათ ირანის დისტანცირება პროქსი დაჯგუფებების ქმედებებისკან, რასაც ამერიკელების სიკვდილი მოჰყვა.
ამასთანავე, ხამინეი გასცა ბრძანება საბრძოლო მზაობაში მოეყვანათ არმია იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე მიიტანდა დარტყმას.
მართლაც, სანამ ირანის ლიდერები ამბობენ, რომ მათ არ სურთ ომი, ქვეყანამ საბრძოლო მზაობის დონე მაქსიმუმამდე აიყვანა, გააქტიურდა საჰაერო თავდაცვის სისტემები და ბალისტიკური რაკეტების არსენალი ერაყის საზღვრის გასწვრივ განათავსა.