ნორვეგია უკრაინას 92 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს.
ნორვეგიის მთავრობის ცნობით, დაფინანსება გაეროს, მათ შორის უკრაინის ჰუმანიტარული ფონდისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მეშვეობით ხორციელდება.
მისი ინფორმაციით, დაფინანსება ძირითადად მოხმარდება ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ყველაზე დაუცველ ადამიანებს, ბავშვებს, ლტოლვილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს.
"2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ნორვეგიამ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისა და მეზობელ ქვეყნებში ლტოლვილთა მიღების მხარდასაჭერად 3.5 მილიარდ ნორვეგიულ კრონაზე მეტი გამოყო", - აცხადებენ ნორვეგიის მთავრობაში.
გაეროს შეფასებით, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება 17 მილიონზე მეტ ადამიანს ესაჭიროება.