ნორვეგია „თვითმფრინავების კოალიციის“ ფარგლებში მზად არის უკრაინას F-16-ის ტიპის 22 გამანადგურებელი გადასცეს, რომელთაგან 12 უკვე გამოსაყენებელ მდგომარეობაშია.
მედიის ცნობით, ნორვეგიამ მიიღო ნებართვა შეერთებული შტატებისგან უკრაინას F-16-ის ტიპის 22 მოიერიშე თვითმფრინავის, ასევე ძრავების, დამხმარე მასალების, სათადარიგო ნაწილების და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის გადაცემის შესახებ.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ 22-ვე გამანადგურებელი სრულად ფუნქციონირებს - ზოგიერთი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სათადარიგო ნაწილებისა და სხვა თვითმფრინავების შეკეთებისთვის.
როგორც მედია აღნიშნავს, გამანადგურებლები, აშშ-ს წვრთნებისთვის უნდა გამოეყენებინა, თუმცა გეგმები შეიცვალა და ახლა ეს საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინას გადაეცემა.