ნიუ იორკში, ჯონ კენედის აეროპორტის ტერმინალში ხანძარი გაჩნდა - არიან დაშავებულები, ფრენები გაუქმებულია
ხანძრისას ცხრა ადამიანი დაშავდა, ფრენები გაუქმებულია. შემთხვევა ადგილობრივი დროით 07:15 საათზე მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ხანძარი მე-8 ტერმინალის ესკალატორზე გაჩნდა, რასაც მოყვა განგაშის სიგნალი.
აეროპორტიდან 960 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ცხრა ადამიანი დაშავდა, ოთხი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავიაკომპანია American Airlines-მა განაცხადა, რომ ინციდენტის გამო 69 ფრენა გაუქმდა, ხოლო 376 რეისი გადაიდო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.