ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განუსაზღვრელი დროით შეუჩერა საქმიანობა მემკვიდრეობის მინისტრ ამიხაი ელიაჰუს, რომელმაც დღეს ღაზას სექტორში ბირთვული ბომბის ჩამოგდებაზე ისაუბრა.
ულტრამემარჯვენე პარტიის წევრმა ელიაჰუმ რადიო „კოლ ბერამასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ღაზას სექტორში ბირთვული ბომბის ჩამოგდება ერთ-ერთი ვარიანტია".
მისი თქმით, "მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზაში არ არსებობს".
"მათ შეუძლიათ ირლანდიაში ან უდაბნოებში წავიდნენ, ურჩხულებმა ღაზაში გამოსავალი თვითონ უნდა იპოვონ", – თქვა ელიაჰუმ.
მოგვიანებით მან "მეტაფორული" უწოდა მის ამ განცხადებას.
ელიაჰუ არ არის უსაფრთხოების კაპინეტის წევრი, რომელიც გადაწყვეტილებებს საომარი ოპერაციების შესახებ იღებს.
"ამიხაი ელიაჰუს სიტყვები რეალობას მოწყვეტილი არის. ისრაელი და ჩვენი არმია უდანაშაულო ადამიანებისადმი ზიანის ასარიდებლად საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტს იცავს და ასე გავაგრძელებთ, სანამ არ გავიმარჯვებთ", – განაცხადა ისრაელის პრემერ–მინისტრმა.
ელიაჰუს განცხადება გააკრიტიკა ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმაც. მან მინისტრის გადაყენება მოითხოვა. ლაპიდის შეფასებით, ეს იყო "უპასუხისმგებლო მინისტრის შემზარავი და შეშლილი განცხადება".