ამის სძესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ჩემს მეგობარ პრეზიდენტ პუტინთან ძალიან ინფორმაციული საუბარი მქონდა. მადლობა გადავუხადე უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ განახლებული ინფორმაციისთვის. ასევე განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის პროგრესი და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ვალდებულება ინდოეთ-რუსეთის განსაკუთრებული და პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიმართ. მოუთმენლად ველი წლის ბოლოს, ინდოეთში, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას, - წერს ნარენდრა მოდი.