ბოლო მონაცემებით, მთიანი ყარაბაღი 53 629 ადამიანმა და 10 985-მა მანქანამ დატოვა. როგორც პრემიერმინისტრის პრესმდივანმა აღნიშნა, ევაკუირებული ადამიანებიდან 35 491-ია ოფიციალურად რეგისტრირებული.
"საჰაერო გზით გადაყვანილია 38 სამედიცინო პაციენტი - ჯამში, სომხეთში ტრანსპორტირებულია 349 პაციენტი, როგორც საჰაერო, ასევე, სახმელეთო გზით", - აღნიშნა სომხეთის პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, სომხეთში ევაკუაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ხალხის დიდი ნაკადის გამო, რიგებია.