ხანკედში (სტეფანაკერტში) ბენზინის ბენზინის ცისტერნის აფეთქების ადგილას ამ დროისთვის 125 ცხედარია აღმოჩენილი.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ ანაჰიტ ავეტისიანის ცნობით, ყარაბაღში, საწვავის და საპოხი მასალების საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია 125 კაცი, 67 კი დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი.
პაციენტების უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებულია როგორც უკიდურესად მძიმე და მძიმე, გვაქვს საშუალო სიმძიმის შემთხვევების მცირე რაოდენობა, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ყარაბაღში, საწვავის და საპოხი მასალების საწყობში აფეთქება გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.