დღეს დილით მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა.
სოციალური ქსელებით და პრესით გავრცელებული ინფორმაცია მოსკოვზე დრონებით შეტევის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დაადასტურა.
მისი თქმით, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმამ მცირე დაზიანება გამოიწვია რამდენიმე შენობაში. ამ დრომდე სერიოზულად არავინ დაშავებულა.
ტელეგრამის არხ „ბაზას" ინფორმაციით, დილის შეტევაში დაახლოებით 25 უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა. მათი უმეტესობა ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის რეგიონში, ზოგიერთი დრონი, იმის გამო, რომ ძალიან დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა, ხეებსა საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებს შეეჯახა.
3 დრონი შეეჯახა საცხოვრებელ კორპუსებს, ერთ-ერთი ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ატარებდა სამ ასაფეთქებელ მოწყობილობას, ლენინის პროსპექტზე საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულის ფანჯარაში შეფრინდა, მაგრამ არ აფეთქდა. კორპუსიდან მცხოვრებთა ნაწილობრივი ევაკუაცია განხორციელდა.