მოსკოვის აეროპორტების "დომოდედოვოსა" და "ვნუკოვოს" მუშაობა 10 აგვისტოს ღამით შეჩერებული იყო. „ვნუკოვოს“ აეროპორტის პრესსამსახურის განცხადებით, „შეზღუდვები აეროპორტისგან დამოუკიდებელი მიზეზით“ შემოიღეს. „დომოდედოვოში“ კი განაცხადეს, რომ ეს „ფრენების უსაფრთხოების დამატებით ზომების მიზეზით“ გაკეთდა.

პორტალის Flightradar24-სა და აეროპორტების საინფორმაციო ტაბლოების მიხედვით, სულ მცირე, 11 რეისი შეჩერდა, შეზღუდვები ღამის 2-იდან დილით 5 საათამდე მოქმედებდა. სოციალური ქსელების მომხმარებლები წერდნენ, რომ შეზღუდვები დაკავშირებული იყო საჰაერო სივრციდან მომავალი სავარაუდო საფრთხეების.

წუხელ მოსკოვის მერიამ კვლავ გაავრცელა ინფორმაცია მოგერიებული დრონებით თავდასხმის თაობაზე. მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ. ერთი კალუგის ოლქში, მეორე კი ცენტრალური ავტომაგისტრალის რაიონში.

დროებით თავდასხმის მოგერიების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. უწყება ასევე ირწმუნება, რომ მოიგერიეს უკრაინის 11 დრონით თავდასხმა ანექსირებული სევასტოპოლის მიმართულებით.

მოსკოვში 10 აგვისტოს ღამით "დომოდედოვოსთან" ხანძრისა და აფეთქების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით ხანძარი ავტოგასამართ სადგურზე გაზის ბალონების აფეთქებამ გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად ხანძარი სოფელ კონსტანტინოვოში იყო. აეროპორტი დასახლებისგან 10 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

გუშინ 9 აგვისტოს ძლიერი აფეთქება მოხდა მოსკოვის ოლქის ქალაქ სერგიევ-პოსადში. აფექტების ზუსტი მიზეზი დაუდგენელია. წინასწარი ინფორმაციით აფეთქება პიროტექნიკის საწყობში მოხდა. დაიღუპა 1 ადამიანი, ათეულობით კი დაშავდა