გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე" ვეტოს დადების შესახებ და აცხადებს, რომ "რუსეთის ნაცვლად ევროპის არჩევისთვის ძალიან გვიანი არ არის".
„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების კანონს“ ვეტო დაადო. შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა. რუსეთის ნაცვლად ევროპის არჩევისთვის ძალიან გვიანი არ არის“, - წერს როთი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“ ვეტო დაადო.