მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს,- ამბობს გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი.
ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს არჩევანი აქვს დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, ევროკავშირსა და იზოლაციას შორის.
"საერთაშორისო დამკვირვებლებს დაუბრკოლებელი წვდომა უნდა მიეცეთ. საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნების მონიტორინგს ახორციელებენ, საშუალება აქვთ საქართველოს მასშტაბით აკეთონ თავისი საქმე," - წერს როთი X-ზე.
The upcoming elections must be free and fair. Georgia has a choice between democracy or authoritarianism, EU or isolation. International observers must be granted unhindered access. Civil society organizations, which monitor the elections, are allowed to do their jobs across 🇬🇪. pic.twitter.com/HF8q4mpOAM
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) September 17, 2024