ყველაფერი კარგად იქნება, გჯეროდეთ, გწამდეთ, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) განაცხადა.

„იყავ, უფალო, ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მონაწილეები იკრიბებიან.

ტაძარში სტუმრებისა და დელეგატების მიღება 10:00 საათიდან დაიწყო და 12:00 საათამდე გაგრძელდება, გაფართოებული კრება კი 13:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.