სულ მცირე, 39 მიგრანტი დაიღუპა აშშ-ის საზღვართან, ჩრდილოეთ მექსიკაში ქალაქ სიუდად-ხუარესის მიგრანტთა დაკავების ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად.
მიგრანტთა დაკავების ცენტრი სტენტონის ხიდი მახლობლად მდებარეობს, რომელიც მექსიკის ქალაქს ტეხასში ელ-პასოსთან აერთებს.
მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკიდან ცენტრში 68 კაცი იმყოფებოდა, მათგან 29 დაშავდა, რომლებიც რეგიონში მდებარე ოთხ კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა Reuters-ს განუცხადა, ხანძარი ლიკვიდირებულია. მისივე სიტყვებით, მიგრანტების უმეტესობა ვენესუელის მოქალაქე იყო.
გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა წინა დღეს დააპატიმრეს და დახურულ შენობაში განათავსეს.
ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა გახდა ხანძრის მიზეზი, არ გავრცელებულა. თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლის გაჩენამდე შენობის შიგნით დაიწყო შეტაკებები, ზოგიერთი მონაცემით, მიგრანტებმა პროტესტის ნიშნად მატრასები დაწვეს.
მექსიკის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.