Fox News-მა გამოაქვეყნა "მშვიდობის წერილის" ტექსტი, რომელიც აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ქმრის მეშვეობით გაუგზავნა. მასში მელანია წერს, რომ ყველა ბავშვი ოცნებობს სიყვარულზე, უსაფრთხოებასა და შესაძლებლობებზე.

"როგორც მშობლებს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, გავაძლიეროთ მომავალი თაობის იმედი. როგორც ლიდერებს, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ყველა ბავშვის მომავლის უზრუნველყოფაზე", - აღნიშნა პირველმა ლედიმ.

მან დასძინა, რომ სიწმინდე და უმანკოება, რომლითაც ყოველი ცხოვრება იწყება, გეოგრაფიაზე, პოლიტიკასა და იდეოლოგიაზე მაღლა დგას. თუმცა, დღევანდელ სამყაროში ზოგიერთი ბავშვი იძულებულია ჩუმად წინააღმდეგობა გაუწიოს ძალებს, რომლებსაც შეუძლიათ მათი მომავლის წართმევა.

"ბატონო პუტინ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მათი მელოდიური სიცილის დაბრუნება", - წერს მელანია ტრამპი.