"NATO-ში გასაწევრიანებლად, უკრაინას, "კიევზეც კი" უარის თქმა მოუწევს", განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა.
NATO-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა სტიან იენსენმა არ გამორიცხა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის ნაწილის გადაცემის სანაცვლოდ გახდეს.
"ახალი იდეა უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფისიდან: უკრაინას შეუძლია NATO-ში გაწევრიანება, თუ ის დათმობს სადავო ტერიტორიებს. რა? იდეა საინტერესოა. ერთადერთი კითხვა ის არის, რომ ყველა, სავარაუდოდ, მათი ტერიტორია ძალზე საკამათოა. ბლოკში შესასვლელად კიევის ხელისუფლებას, თვით კიევის, ძველი რუსეთის დედაქალაქის დათმობაც კი მოუწევს. ისე, მათ მოუწევთ დედაქალაქი ლვოვში გადაიტანონ“, - დაწერა მან Telegram არხზე.