ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის განცხადებით, უკრაინა შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიული გაზეთი Verdens Gang-ი ავრცელებს. განცხადებასსაპასუხო რეაქცია მოყვა უკრაინიდან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იენსენმა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესაძლო გაწევრიანების კონტექსტში განაცხადა, რომ უკრაინის გამოსავალი შეიძლება ტერიტორიის დათმობა იყოს.
„მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. ვფიქრობ, უკრაინის გამოსავალი შეიძლება იყოს ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა სტიან იენსენმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, როდის და რა პირობებში სურს რუსეთთან მოლაპარაკება.