რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოლდოვა, როგორც ქვეყანა აღარ არსებობს. ამის შესახებ მან Telegram-არხზე დაწერა.
"იდუმალმა არსებამ, სახელად რეჩანმა, თქვა, რომ ვერც რუსეთის პრეზიდენტი და ვერც რუსეთის ოფიციალური პირები ვერ შევლენ მის ქვეყანაში - მოლდოვაში.
ჯერ ერთი, ახლა იქ არავინ მიდის. ცოტა ხნის მერე შეიძლება...
მეორეც, ასეთი ქვეყანა აღარ არსებობს. ადგილობრივმა უფროსებმა ის რუმინეთს მიჰყიდეს და სამშობლოს მოღალატეებად იქცნენ. აზრი არ აქვს მათთან ლაპარაკს. დაე, მათთან საქმე ხალხმა არჩიოს და, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტოს, ვინ არიან - მოლდაველები თუ რუმინელები", - წერს მედვედევი.
მედვედევმა აღნიშნულის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრ დორინ რეჩანის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, სხვა ოფიციალურ პირებსა და კულტურის მოღვაწეებს მოლდოვაში შესვლა აეკრძალათ.