რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომს ისე ვერ დაასრულებს, როგორც ფიქრობდა. ამის შესახებ რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.

რუბიოს თქმით, პუტინი ფიქრობს, რომ მოვლენებს რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე აფასებს.

"თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის ომი არ არის, რომლის მიღებასაც ის ელოდა. როდესაც ის პირველად შეიჭრა უკრაინაში, ვფიქრობ, ელოდა, რომ მთავრობა დაეცემოდა და მას განმათავისუფლებლად შეხვდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. სინამდვილეში, რუსეთი დღეს ნაკლებ ტერიტორიას აკონტროლებს, ვიდრე ორთვიანი ომის შემდეგ იყო", - აღნიშნა რუბიომ.