აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ კუბას დიდი პრობლემები აქვს და აშშ კუბის რეჟიმის მხარდამჭერი არ არის. ამის შესახებ რუბიომ NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

რუბიომ მანამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის შეშფოთდებული იქნებოდა, ჰავანაში ოფიციალური პირი რომ ყოფილიყო.

NBC News-ის ეთერში რუბიომ კუბა კიდევ ერთხელ გააფრთხილა და თქვა, რომ მათ დიდ პრობლემები აქვთ.

"მე არ გეტყვით, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები და როგორი იქნება ჩვენი პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ არ მგონია, საიდუმლო იყოს, რომ ჩვენ კუბის რეჟიმის დიდი მხარდამჭერები არ ვართ, რომელიც, სხვათა შორის, მადუროს უჭერდა მხარს," - აღნიშნა რუბიომ.