ეს არ არის ომი ვენესუელის წინააღმდეგ, - ასე  უპასუხა შშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ NBC-ის ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, აწარმოებს თუ არა აშშ ვენესუელასთან ომს.

"ეს ომი არ არის. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ომში ვართ ნარკოტრეფიკინგის ორგანიზაციების წინააღმდეგ. ეს არ არის ომი ვენესუელის წინააღმდეგ", - ამბობს მარკო რუბიო.