აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ შეეცდება, დაარწმუნოს NATO-ს მოკავშირეები, უკრაინას გადასცენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.
რუბიომ აღნიშნა, რომ უკრაინელებს Patriot-ის მეტი ბატარეა სჭირდებათ, რომლებიც, მისი თქმით, ევროპის რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებაშია.
"მაგრამ არავის სურს მათი მიცემა. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ეს შეიცვლება. თუ უკრაინა მართლაც პრიორიტეტია, როგორც ამას ევროპის უამრავი ქვეყანა აცხადებს, მაშინ მზად უნდა იყვნენ, გაუზიარონ ის ბატარეები, რომლებიც ახლა არ სჭირდებათ. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ჩვენი ნატოელი პარტნიორების დარწმუნებას, მიაწოდონ უკრაინას Patriot-ის ბატარეები", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ, უკრაინას გადასცენ საკუთარი Patriot-ის სისტემები, რუბიომ დაასახელა ესპანეთი და გერმანია.