ირანზე განხორციელებულ იერიშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

"ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ დარტყმებში და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა", - წერს სახელმწიფო მდივანი.

მარკო რუბიომ განმარტა, რომ ისრაელმა შეატყობინა ვაშინგტონს, რომ მისი ქმედებები "თვითდაცვისთვის იყო საჭირო".

შტატების პრეზიდენტმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ირანი შესაძლოა, გახდეს დიადი ქვეყანა, თუმცა ჯერ სრულად უნდა თქვან უარი ბირთვული იარაღის წარმოების იმედზე". დონალდ ტრამპმა საკუთარ ადმინისტრაციას ირანთან მოლაპარაკების წარმოებაც დაავალა.