NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ალიანსი "გამანადგურებელი" დარტყმით უპასუხებს რუსეთის მიერ პოლონეთსა ან სხვა მოკავშირეზე თავდასხმას. 

"თუ ვინმე არასწორად თვლის და ფიქრობს, რომ შეუძლია პოლონეთზე ან სხვა მოკავშირეზე თავდასხმის შემდეგ დაუსჯელი დარჩეს, მას ამ მრისხანე ალიანსის მთელი ძალა დახვდება". - განუცხადა რუტემ ვარშავაში ვიზიტისას ჟურნალისტებთან. 

"ჩვენი რეაქცია იქნება გამანადგურებელი. ეს უნდა იყოს ძალიან ნათელი ვლადიმერ პუტინისთვის და ყველასთვის, ვისაც ჩვენზე თავდასხმა სურს". - თქვა გენერალურმა მდივანმა პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

"როდესაც გეოპოლიტიკური ვითარება ჩვენს თვალწინ იცვლება, ეს ადასტურებს, რომ NATO ვალდებულია პოლონეთი ყველა კრიტიკულ სიტუაციაში დაიცვას". - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.