კანადის პრემიერის, მარკ კარნის თქმით, დონალდ ტრამპი კანადის ანექსიით დაინტერესებული აღარ არის. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

კითხვაზე, კვლავ სურს თუ არა, აშშ-ს პრეზიდენტს კანადის ანექსია და მისი 51-ე შტატად ქცევა, კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ "ტრამპს ეს არ სურს".

"ის კანადით მოხიბლულია, ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მას კანადა სურდა". - დაამატა კარნიმ.

ამასთან, კარნის თქმით, სწორედ დონალდ ტრამპის დამსახურებაა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები, მათ შორის, კანადა დღეს თავდაცვის ხარჯებს ზრდიან.

"ის ორიენტირებულია იმაზე, რომ ალიანსის ყველა წევრმა, მათ შორის, კანადამ თავისი წილი დახარჯოს. ჩვენ ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ". - თქვა კარნიმ.