რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რომის პაპი ფრანცისკე მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს არა კიევს, არამედ დასავლეთს.
„მე ამას ასე ვხედავ: რომის პაპი დასავლეთს სთხოვს, უარი თქვას ამბიციებზე და აღიაროს შეცდომა“, - განუცხადა ზახაროვამ იტალიურ საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს.
მისი მტკიცებით, დასავლეთი უკრაინას რუსეთის დასუსტებისთვის თავისი ამბიციების ინსტრუმენტად იყენებს.
„ჩვენ არასოდეს დაგვიბლოკავს მოლაპარაკებები“, - განაცხადა ზახაროვამ და დასძინა, რომ უკრაინაში სიტუაცია „ჩიხშია“.
შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინამ თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და ომის დასრულების მიზნით რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს.