ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს ადასტურებს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
"ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს ადასტურებს. ხელისუფლებამ გაცემული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს და ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს. ასევე, ხაზს ვუსვამ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები მიუღებელია", - წერს მარგუს ცაჰკნა.
The @osce_odihr report confirms serious flaws in Georgia’s elections.
— Margus Tsahkna (@Tsahkna) December 23, 2024
Authorities must address recommendations made & those responsible for human rights violations must be held accountable.
I also emphasize that threatening statements by 🇬🇪 authorities are not acceptable. https://t.co/RouYUKGPab