ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აგვისტოს ომის მე–16 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მისი ქვეყნა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.
"დღეს, 16 წლის წინ, რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ და შედეგები დღესაც იგრძნობა. ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას", - წერს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.