ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული პრესა ავრცელებს და მომხადრ ფაქტს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეხმიანება.

საფრანგეთისპირველი ლედის ბრიჯიტ მაკრონის ძმისშვილის ვაჟი ორშაბათს ღამით ექვსმა მამაკაცმა და ორმა ქალმა სცემეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელევიზიით ისაუბრა.


ბრიჯიტ მაკრონის ძმიშვილის, ჟან ალექსანდრ ტრონიეს თქმით, მის 30 წლის ვაჟს, ამიენის შოკოლადის ქარხნის ბოსს ჟან-ბატისტ ტრონიეს თავს დაესხა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ემანუელ მაკრონის საპოენსიო რეფორმას აკრიტიკებდა. მათ  წააქციეს და სცემეს იგი და ამასთან ერთად, შეურაცხყოფდნენ პრეზიდენტს, მის მეუღლეს და ჩვენ ოჯახს.

ჟან-ბატისტ ტრონიე საავადმყოფოა მოთავსებული, თავდამსხმელები - ექვსი კაცი და ორი ქალი - დაკავებულები არიან.

მომხდარი ფაქტი დაგმო როგორც პირველმა ლედიმ, ასევე პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. 

ეს ენით აუწერელი და ყოვკლად მიუღებელი ქმედებაა, - თქვა ევროპის საბჭოს სამიტზე მყოფმა მაკრონმა ჟურნალისტების მიერ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ.