აშშ არ უკარნახებს ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოსტინის თქმით, ვაშინგტონის მხარდაჭერა ისრაელის თავის დაცვის უფლებისადმი ძალიან მყარია.
„მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ ისრაელს ვუკარნახო ვადები ან პირობები ოპერაციისთვის“, – აღნიშნა ოსტინმა.
მისივე თქმით, იოავ გალანტთან შეხვედრისას განიხილა, მათ შორის საკითხი თუ როგორ უნდა შემცირდეს ზიანი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.