პუტინის ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი, ის არის NATO-ს გაფართოების მიზეზი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ოსტინის თქმით, პუტინმა უკრაინაში შეჭრის დროს არაერთი არასწორი გათვლა გააკეთა.
„პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა არ იბრძოლებდა, მაგრამ უკრაინა მტკიცედ დგას პარტნიორების დახმარებით. ის ფიქრობდა, რომ ჩვენი ერთობა დაინგრეოდა, მაგრამ სასტიკმა ომმა, რომელიც რუსეთის არჩევანია, მხოლოდ დაგვაახლოვა. ფინეთი დღეს აქ არის როგორც NATO-ს წევრი, იმედია, მალე შვედეთიც შემოგვიერთდება. ეს კი ძალიან მკაფიოდ მიუთითებს, რომ პუტინის მიერ არჩეული ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი, არამედ არის მიზეზი“, – განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.