შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან ერთად „დაეხმარება უკრაინას, შექმნას ძალები, რომლებიც შეძლებენ რუსეთის შეკავება უახლოესი წლების განმავლობაში“, განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა.
„გვაქვს განზრახვა, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად დავეხმაროთ უკრაინას საბრძოლო წარმატებების განმტკიცებასა და გაფართოებაში და ძალების შექმნაში, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, შეაკავონ რუსული აგრესია მომავალი წლების განმავლობაში“, - თქვა პენტაგონის პრეს–სამსახურის ცნობით, ოსტინმა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები აპირებს "შეაკავოს რუსეთი შემდგომი აგრესიისგან - კერძოდ, ნატო–ს მოკავშირეების წინააღმდეგ და აჩვენოს მსოფლიოს, რომ ამერიკა არ შეირყევა თავისუფლების დაცვაში".