მას შემდეგ, რაც დასავლელი მოკავშირეები კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმდნენ, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რობერტას კაუნასმა განაცხადა, რომ ქვეყანას შეუძლია, მშვიდობის დროს უკრაინაში რამდენიმე ასეული სამხედრო გაგზავნოს. ინფორმაციას ლიეტუვის მედია ავრცელებს.
"ზუსტი დეტალების თქმა არ შემიძლია, დისკუსიის პროცესში ვართ. ჩვენ აუცილებლად შევიტანთ წვლილს უსაფრთხოების გარანტიებში. მშვიდობის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს რამდენიმე ასეული ჯარისკაცი", - განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.
"არ მინდა, რამეზე ყურადღების გამახვილება, რათა მოგვიანებით ეს ტყუილს არ დაემსგავსოს. თავადაც ხედავთ, როგორ იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია, როგორ იცვლება ის სხვადასხვა მიმართულებით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის საერთო მიზნის შეთანხმება, რომ ლიეტუვა, ევროპა და ამერიკა, უკრაინასთან ერთად, ყველა ღონეს ხმარობენ მშვიდობის მისაღწევად და უზრუნველსაყოფად", - აცხადებს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი.




