"ჩვენ ახლა ვაბარებთ ერთგვარ ტესტს, თუ რამდენად ღირსეულად გავივლით ამ რთულ მონაკვეთს ჩვენი ეკლესიისთვის." 

 ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ახალი პატრიარქის არჩევნების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

"მეუფემ [ზენონი] თუ რამე თქვა, ეს მისი აზრია და ამაზე რა უნდა გითხრათ, აბა... მე ვფიქრობ, იმდენად მნიშვნელოვან პროცესში ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ღირსეულად და მშვიდობით წარიმართოს პროცესი და მაგალითი იყოს ეს ერისთვისაც. ერთგვარ ტესტს ვაბარებთ ახლა ჩვენ, თუ რამდენად ღირსეულად გავივლით ამ რთულ მონაკვეთს ჩვენი ეკლესიისთვის. მართლაც ურთულესი მონაკვეთია," - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.