უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა იარაღის შიდა წარმოებას ზრდის.
"რუსეთი ცდება, თუ ფიქრობს, რომ შეუძლია უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტას დაელოდოს. უკრაინა მხოლოდ გაძლიერდება, რუსული აგრესია კი ჩაიშლება. ჩვენ არა მხოლოდ იარაღი შემოგვაქვს უკრაინაში, არამედ ვზრდით შიდა წარმოებას და ერთობლივ წარმოებას პარტნიორებთან ერთად NATO-სა და მის ფარგლებს გარეთ", - წერს კულება Twitter-ზე.
კულებას თქმით, უკრაინული იარაღი, რომელიც წარმოებულია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი იქნება. ამასთან, ის იმედს გამოთქვამს, რომ გამარჯვების შემდეგ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია სრულად იქნება NATO-ში ინტეგრირებული.