უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევგენი პრიგოჟინის ბედი რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების უსარგებლობას ცხადყოფს.
„პრიგოჟინი პუტინთან კონფლიქტში იყო. უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმდნენ, შემდეგ კი პუტინმა მოკლა. არ არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ სხვა მოლაპარაკებებში პუტინი სხვაგვარად მოიქცეოდა“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.