უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უკვე 30 ქვეყანა უჭერს მხარს. ამის შესახებ, ეროვნული ტელემარათონის ეთერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ უკვე 30 ქვეყანაა. ამ ჯგუფს დღეს საბერძნეთი შეუერთდა. შაბათ-კვირას 29 ქვეყანა იყო. მე მაშინ ვთქვი, რომ ეჭვი არ მეპარებოდა ამ ჯგუფის წევრების რაოდენობა მომდევნო შეხვედრამდე გაიზრდებოდა. და ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს დაიწყო", - თქვა კულებამ.
მისივე თქმით, ასეთ ჯგუფში გაწევრიანება ნიშნავს თანხმობას, რომ აუცილებელია "შეიქმნას ცალკე სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისას ჩადენილი დანაშაულებისთვის დასჯის."
"მისი ამოცანაა შეიმუშაოს სამართლებრივი გზები ტრიბუნალის შესაქმნელად და სამართლებრივი საკითხების გადასაჭრელად, უპირველეს ყოვლისა, პუტინისა და მისი ახლო გარემოცვის იმუნიტეტის საკითხზე, რათა მათ პასუხისმგებლობა დაეკისროთ", - თქვა კულებამ.