უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე ისრაელის ექსპრემიერის, ნაფტალი ბენეტის განცხადებას გამოეხმაურა. ბენეტის თქმით, კრემლში შეხვედრისას ვლადიმირ პუტინმა მას პირობა მისცა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მოკლავდა.
"წარსულში პუტინმა პირობა დადო, რომ არ დაიპყრობდა ყირიმს, არ დაარღვევდა მინსკის შეთანხმებებს, არ შეიჭრებოდა უკრაინაში, მაგრამ მან ეს ყველაფერი გააკეთა. არ მოტყუვდეთ: ის ტყუილების ექსპერტია. ყოველ ჯერზე, როდესაც პირობას დებდა, რომ არაფერს გააკეთებდა, ეს მისი გეგმის ნაწილი იყო." - დაწერა დიპლომატმა Twitter-ზე.
უკრაინის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ ზელენსკის მკვლელობის 12 მცდელობა აღიკვეთა.