მოსკოვის მახლობლად საკონცერტო ცენტრ „კროკუს სიტი ჰოლში“ 22 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 137-მდე გაიზარდა. მათ შორის სამი ბავშვია. ამოცნობილია 62 ადამიანი, ამოცნობა გენეტიკური ექსპერტიზის გზით წარმოებს,– იუწყება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულად ითვლება 150-ზე მეტი ადამიანი.
გამომძიებლების ცნობით, „კროკუს სიტი ჰოლის“ შემოწმების შედეგად ნაღმების კვალი არ არის აღმოჩენილია. ნაპოვნია საბრძოლო ამუნიციის ოთხი კომპლექტი, 500-ზე მეტ ვაზნა, ორი ავტომატი „კალაშნიკოვი“ და მათი 30-მდე მჭიდი.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ჯერ არ წამოუყენებია ოფიციალური ვერსია თავდასხმის დამკვეთთა და ორგანიზატორთა თაობაზე. ტერაქტის ჩადენაში ეჭვმიტანილია ოთხი პირი, რომლებიც ცენტრალური აზიიდან არიან. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
22 მარტის საღამოს "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულ პირთა ჯგუფი სროლით შეიჭრა და კონცერტის დაწყების მოლოდინში შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლა, სადაც „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო. ამასთან, გააჩინეს ხანძარი.