ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წერს.
"ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, ვულოცავთ ქართველ ხალხს კომისიის ისტორიულ რეკომენდაციას, რომ მიენიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ეს მიღწევა ქართველი ხალხის დამსახურებაა", - წერს კრამონი.
დღეს, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.