აშში-ის კოლუმბიის ოლქის მთავარმა მოსამართლემ, როის ლამბერტმა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ამერიკის ხმის“ დაფინანსების აღდგენა დაავალა

„ამერიკის ხმის“ თანამშრომლების და კონტრაქტორების სარჩელი მაუწყებლობის შესაძლებლობების იმ დონემდე აღდგენის შესახებ, რაც ჰქონდათ, სანამ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტდა მისი დაფინანსების შემცირებას როის ლამბერტმა დიდწილად დააკმაყოფილა და ადმინისტრაციას სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ორი დამოუკიდებელი ქსელის - რადიო „თავისუფალი აზია“ და ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელები - აღდგენა დაავალა.

კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსების აღდგენასთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლების“ და კიდევ ერთი კერძო არაკომერციული ორგანიზაციის სარჩელთან დაკავშირებით მოსამართლემ დაადგინა, რომ მისი ჩარევა იყო „ნაადრევი", რადგან მთავრობა და რადიო „თავისუფალი ევროპა“ ჯერ კიდევ აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს.