აშშ გააგრძელებს ფრენას საერთაშორისო საჰაერო სივრცეში შავი ზღვის თავზე, მიუხედავად გუშინდელი ინციდენტისა, როდესაც რუსულმა გამანადგურებელმა ამერიკული დრონი ჩამოაგდო - აცხადებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი, ჯონ კირბი.
„თუ მათი გზავნილი იყო, რომ შეგვეკავებინა ან შეგვეჩერებინა ფრენა და ოპერირება შავი ზღვის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ეს არ გამოვა. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ფრენა და ოპერირება საერთაშორისო საჰაერო სივრცეში საერთაშორისო წყლებზე. შავი ზღვა არ ეკუთვნის რომელიმე ქვეყანას" - აღნიშნა კირბიმ.
შეგახსენებთ, 14 მარტის საღამოს, რუსული სუ-27-ის გამანადგურებელი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, შავი ზღვის თავზე ამერიკულ სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატს, MQ-9 Reaper შეეჯახა. რუსეთი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ამერიკული დრონი თავისით ჩამოვარდა