ხვალ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 23 ოქტომბერს ირანს ეწვევა, – იუწყება რუსული მედია.
ვრცელდება ცნობები, რომ თეირანში მოლაპარაკებები რეგიონულ "3+3" ფორმატის ფარგლებში გაიმართება.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სწორედ "3+3" ფორმატშია 23 ოქტომბერს თეირანში მოლაპარაკებები დაგეგმილი.
თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ (3+3) შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა. ეს მოხდა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, რასაც წინ უძღოდა რუსეთის და თურქეთის მონაწილეობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.