თეთრი სახლის სპიკერის, კეროლაინ ლივიტის თქმით, არსებობს სანქციები და ზომები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუმცა, ის ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მთავარი გზა დიპლომატია და მოლაპარაკებებია. ამის შესახებ ლივიტმა Fox News-თან ისაუბრა.

"მან თქვა, რომ დიპლომატია და მოლაპარაკებები არის მისი მთავარი გზა ამ ომის დასასრულებლად, თუმცა, ცხადია არსებობს სანქციები და სხვა ზომები, რომელთა გამოყენებაც საჭიროების შემთხვევაში მას შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს არ სურს. 

პრეზიდენტი ტრამპისთვის დიპლომატია და მოლაპარაკებები ყოველთვის მთავარი გზა იყო და სწორედ ამიტომ დათანხმდა ის პირისპირ შეხვედრას". - თქვა ლივიტმა.